ეს პრობლემა მოგვარებულია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
ქალაქი / უბანი: გლდანი-ნაძალადედვი

გაუთავებელი საავტომობილო შემთხვევები გზაზე

მიბმულ ფაილში, წითელი ხაზით კონკრეტულადაა მითითებული გზის ის მონაკვეთი (თემქა, გია რომელაშვილის ქუჩა) სადაც უკვე რამოდენიმე წელია (მას შემდეგ რაც ასფალტის ნორმალური საფარი დააგეს) გაუთავებლად ხდება საავტომობილო შემთხვევები. სატრანსპორტო მოძრაობა ძალიან სწრაფია, მძღოლების მიერ სრულიად იგნორირებულია ზებრა გადასასვლელები და საგზაო ნიშნები. შედეგად გვაქვს გაუთავებელი საავტომობილო უბედური შემთხვევები, მაღალია ასევე ფეხითმოსიარულეთა დაშავება და სიკვდილიანობა. აუცილებელია ზომების მიღება და რაიმე ბარიერის დადგმა (შუქნიშანი, დაწოლილი პოლიციელი ან თუნდაც ვიდეო კამერა) რომელიც იძულებულს გახდის მძღოლებს ამ მონაკვეთზე შეანელონ მოძრაობა და თავიდან ავიცილოთ უბედურებები..
P.S. მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადგილი ქონდა უკვე 2 საავტომობილო შემთხვევას, პირველი შემთხვევისას გატანილ იქნა საქართველოს ბანკის ავტომატი და ავტობუსების მოძრაობის განრიგის ტაბლო, დღეს 20 თებერვლის საღამოს, დაახლოებით 20:30 გაჩერების კუთხეში ერთმანეთს შეეჯახა ჯიპი და მსუბუქი ავტომობილი (სასწრაფო დახმარების მანქანა სამუშაო რეჟიმში იმყოფება)

კატეგორია:ტრანსპორტის ან ქვეითების უსაფრთხოება
ქუჩის მისამართი:გია რომელაშვილის ქ
ატვირთა: nonabalavadze
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ხუთშაბათი, თებერვალი 20th, 2014.


გამომწერები 2
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოაქვეყნა: chemikucha_tbilisi, ხუთშაბათი, მარტი 20th, 2014
გაცნობებთ, რომ რომელაშვილის ქ. (ყოფ ლეკიშვილის ქ.) და დედაქალაქის სხვა მსგავს ცენტრალურ ქუჩებსა და მაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სიჩქარის იძულებითი შემცირების ხელოვნური დაბრკოლებების ბორცვების დამონტაჟება არ ხდება, ამასთანავე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მითითებული ადგილი აღიჭურვება შესაბამისი საჭირო საგზაო ნიშნებით.


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.

გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად

როგორ განვათავსოთ პრობლემა

  1. მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
  2. შეიყვანეთ თქვენი მისამართი
  3. იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
  4. შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
  5. ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
  6. ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით