ეს პრობლემა მოგვარებულია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
ქალაქი / უბანი: ვაკე-საბურთალო

დათხრილი ფეხმავალი გზა, რომელზეც შეუძლებელია მოძრაობა

აღნიშნული გზა არის გათვალისწინებული ფეხით მოსიარულეებისთვის, არის კიბე, რომელიც პრაქტიკულად მოშლილია და როდის დაიშლება საბოლოოდ, უცნობია. ზამთარში გზა იყინება და შეუძლებელი ხდება მოძრაობა, თუმცა არც ზაფხულშია დიდად სახარბიელო მდგომარეობა, ქვეწარმავლებით ივსება. აღნიშნული გზით სარგებლობენ ბავშვები და მოხუცები, და შეიძლება საბოლოოდ ვიღაცისთვის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ მერიას და ვაკე-საბურთალოს გამგეობას, პირველად გვიპასუხეს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება II კვარტალში (წერილი #12/86712-18 - 24.02.2010 წ.), შემდეგ კი გვპასუხობდნენ, რომ თხოვნა იქნება განხილული ( წერილი #12/181219-27 - 7.12.2012 წ., წერილი #კოდ-820 - 20.07.2010 წ.). გზა კი ისევ საშინელ და სახიფათო მდგომარეობაშია.

კატეგორია:ტრანსპორტის ან ქვეითების უსაფრთხოება
ქუჩის მისამართი:ცხვედაძის ქუჩა
ატვირთა: vtatishvili
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ორშაბათი, მარტი 3rd, 2014.


გამომწერები 2
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოაქვეყნა: chemikucha_tbilisi, ორშაბათი, მარტი 24th, 2014
კიბის აღდგენის საკითხი განხილულ იქნება მიმდინარე წლის ანალოგიური სამუშაოების განხორციელების დროს.


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.

გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად

როგორ განვათავსოთ პრობლემა

  1. მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
  2. შეიყვანეთ თქვენი მისამართი
  3. იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
  4. შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
  5. ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
  6. ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით