ეს პრობლემა მოგვარებულია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
ქალაქი / უბანი: ძველი თბილისი

გაუთავებელი საცობები

მას შემდეგ, რაც გაიხსნა დიდუბიდან ნუცუბიძისკენ მიმავალი გზა ვაშლიჯვარში (მუხრან მაჭავარიანის სახ.ქუჩა), მანქანების ნაკადმა მინიმუმ 10-ჯერ მოიმატა, რამაც ვაშლიჯვირს დასახლებაში გამოიწვია ფაქტიურად ქრონიკული საცობი, რადგან იქაური ვიწრო ქუჩები არ იყო გათვლილი ამდენ მანქანაზე. ერთ-ერთ გამოსავლად გთავაზობთ:
1. მარეგულირებლის (შუქნიშნის) დამონტაჟებას ვასო გოძიაშვილისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე, ვინაიდან მაგ გზაჯვარედინზე მანქანები შეუძღუდავად მოძრაობენ აბსოლუტურად ყველა მიმართულბით ყოველგვარი რეგულაციის გარეშე, რაც იწვევს გარდაუვალ საცობს.
2. ვასო გოძიაშვილი გამზირიდან ვალენტინ თოფურიას ქუჩის შესახვევში აიკრძალოს მარცხნივ შეხვევა (აგრეთვე პირიქით, თოფურიადან გოძიაშვილზეც მაცხნივ მოძრაობა), რაც აგრეთვე ქმნის საცობებს. თოფურიას ქუჩის მცხოვრებნი შეიძლება მოძრაობდნენ გოძიაშვილი-მაჭავარიანი-თოფურიას მიმართულებით, რაც მაქსიმუმ 200-300 მეტრით ზრდის მანძილს, მაგრამ თავიდან აიცილებს მთელი ვაშიჯვარი საცობის კიდევ ერთ კერას.

კატეგორია:ტრანსპორტის ან ქვეითების უსაფრთხოება
ქუჩის მისამართი:ვასო გოძიაშვილის ქუჩა
ატვირთა: erti2008
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ორშაბათი, მარტი 24th, 2014.


გამომწერები 2
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოაქვეყნა: chemikucha_tbilisi, პარასკევი, ივნისი 6th, 2014
გოძიაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩების კვეთაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების კუხით მიზანშეუწონელია შუქნიშნის ობიექტის მოწყობა, ხოლო რაც შეეხება გოძიაშვილისა და თოფურიას ქუჩის გადაკვეთასთნ მარცხენა მოხვევების აკრძალვის საკითხს სამსახური შეისწავლის და მიზანშეწონილობის დადგენის შემთხვევაში იქნება განხორციელებული.


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.

გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად

როგორ განვათავსოთ პრობლემა

  1. მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
  2. შეიყვანეთ თქვენი მისამართი
  3. იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
  4. შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
  5. ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
  6. ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით