ეს პრობლემა მოგვარებულია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
ქალაქი / უბანი: ვაკე-საბურთალო

ქუჩაზე გადასასვლელი.შუქნიშანი

პრაქტიკულად ქუჩაზე გადასვლა ვერ ხერხდება.შუქნიშანი ერთ მახარეს,კანდელაკის ქუჩიდან მომავალი მანქანებისთვის აიღეს დიდი ხანია,შუქნიშანი ისეთ რეჟიმში მუშაობს,რომ გადასვლის დროს ყოველთვის რომელიმე მხრიდან ავტომობილი მოძრაობს.სამი შუქნიშანია-სამი მხრე და ავტომობილებიც ავარიულ რეჟიმში გადიან,ხშირია ავტო-ავარიები.ეხით დიდი რისკის ქვეშ გადადიხარ,

კატეგორია:ტრანსპორტის ან ქვეითების უსაფრთხოება
ქუჩის მისამართი:კანდელაკის ქ,65
ატვირთა: meduza63
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ხუთშაბათი, აპრილი 10th, 2014.


გამომწერები 2
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!

განახლებები

გამოაქვეყნა: chemikucha_tbilisi, ოთხშაბათი, აგვისტო 6th, 2014
აღნიშნულ გადასასვლელზე მოძრაობს ქვეითთა მცირე ნაკადი, მათთვის შუქნიშნის ცალკე ფაზის გამოყოფა, გამოიწვევს სატრანსპორტო საცობს. საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (მუხლი 25 მე- 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) თანახმად მძღოლმა არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეექმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა შეჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ გზაჯვარედინზე საგზაო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა.


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.

გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად

როგორ განვათავსოთ პრობლემა

  1. მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
  2. შეიყვანეთ თქვენი მისამართი
  3. იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
  4. შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
  5. ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
  6. ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით