ქალაქი / უბანი: ისანი-სამგორი
გზის საფარი
2 წის წინ ჟონეთის ქუჩაზე მოხდა დაზიანებული საფარის მოხსნა და მისი ღორღით მოსწორება შემდგომში ასფალტის დაგების მიზნით. 2 თვის წინ მერიის მიერ მოხდა აღნიშნული ქუჩის ნაწილის მოასფალტება და ტროტუარების მოწყობა - ჟონეთის 36-ის ჩათვლით. სამწუხაროდ არ მოხდა აღნიშნული ქუჩის 38-ის ზემოთ შეკეთება, რის გამოც ამ მონაკვეთზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა წვიმის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთიდან ხდება ქვების და მიწის ჩამოტანა შეკეთებულ მონაკვეთზე, რაც იწვევს როგორც გადაადგილების შეფერხებას, ასევე ამ მონაკვეთის დაჩქარებულ ცვეთას, მწყობრიდან გამოსვლას.
1.აუცილებელია ჟონეთის ქუჩის აღდგენილ მონაკვეთზე, ასფალტის საფარის გაწმენდა ჩამოტანილი ქვებისა და მიწისაგან.
2. აუცილებელია ჟონეთის ქუჩაზე გზის საფარის შეკეთება/აღდგენა ბოლომდე.
ქუჩის მისამართი:ჟონეთის ქუჩა 38
ატვირთა: GiorgiM
გაეგზავნა: chemikucha@tbilisi.gov.ge
თარიღი: ორშაბათი, აგვისტო 24th, 2015.
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.
განახლების მიწოდება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.
გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად
ბოლო შეტყობინებები
როგორ განვათავსოთ პრობლემა
- მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
- შეიყვანეთ თქვენი მისამართი
- იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
- შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
- ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
- ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით