ეს პრობლემა მოგვარებული არ არის.
ადმინისტრაციის წარმომადგენელი: თბილისის მერია
ქალაქი / უბანი: ისანი-სამგორი

შუქნიშნის აუცილებლობა

გულიას მოედანზე რეგულარულად არის საცობი. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე მოძრაობა არ რეგულირდება შუქნიშნით, არსებული საგზაო ნიშნები ვერ უზრუნველყოფს ნორმალურ მოძრაობას და მუდმივად ირღვევა მოძრაობის წესები და გამოუვალი მდგომარეობაა.
შესაბამისად, გამოსავალი იქნება შუქნიშნის (წამზომით) დაყენება. კერძოდ, როდესაც მოძრაობა აკრძალული იქნება ორთაჭალის ავტოსადგურიდან და ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან (კრწანისიდან) გულიას მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებისათვის, მოძრაობის უფლება ექნებათ ორთაჭალჰესიდან და ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან (რუსთავის გზატკეცილიდან) გულიას მოედნისკენ მიმავალი ავტომობილებს, ხოლო გავლის უპირატესობით ისარგებლებენ ორთაჭალჰესიდან მომავალი ავტომობილები. და პირიქით. (იხ. ფოტოები).
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. შუქნიშანი შეიძლება არ არის ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ თბილისის პირობებში - ყველაზე ადეკვატური.

კატეგორია:საგზაო ნიშანი
ქუჩის მისამართი:გულიას მოედანი
ატვირთა: ninobalavadze


გამომწერები 1
გამოიწერე

ამობეჭდე ფლაერი რათა სხვებს შეატყობინოთ ამ პრობლემის შესახებ.

შეურაცხმყოფელია? შეუფერებელია? შეგვატყობინეთ!


განახლების მიწოდება

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განახლებები არ ეგზავნება ქალაქის ადმინისტრაციას.

გთხოვთ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში განახლების განსათავსებლად

როგორ განვათავსოთ პრობლემა

  1. მთავარ გვერდზე აირჩიეთ თქვენი ქალაქი
  2. შეიყვანეთ თქვენი მისამართი
  3. იისფერი მარკერი დასვით რუკაზე პრობლების ადგილას
  4. შეიყვანეთ პრობლემის დეტალები
  5. ატვირთეთ პრობლემის სურათი (არსებობის შემთხვევაში)
  6. ჩვენ მას თქვენი სახელით ქალაქის ადმინისტრაციას ვუგზავნით